"ეს მოხდება 15 მაისს, ოპოზიცია გადადის პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე" - ზაალ უდუმაშვილი
პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც დღეს სრული ძალაუფლება გააჩნია, ზურგი შეაქცია ევროპას და უარი თქვა რომ დასრულებულიყო ქვეყანაში საშიშ ზღვრამდე მისული პოლარიზაცია და უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც მიყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღავნელის ნარიშკინის ხაზს.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ფუნდამენტური გეოპოლიტიკური არჩევანი, რომელიც მიყვება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღავნელის ნარიშკინის ხაზს.