loader

გოგი წულაიას ცოლის პირველი კომენტარი - "მე მჯერა ჩემი მეუღლის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგი წულაიას ცოლის პირველი კომენტარი - "მე მჯერა ჩემი მეუღლის"

სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის მსგავს ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გოგი წუ­ლა­ი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ზვი­ად შა­რა­ძემ გა­მო­ა­ცხა­და. დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, დაც­ვის მხა­რე მისი 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მო­ი­თხოვ­და.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გოგი წუ­ლა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

სა­სა­მარ­თო პრო­ცესს ეს­წრე­ბო­და გოგი წუ­ლა­ი­ას მე­უღ­ლე ინგა ბი­ბი­ჩაძე, რო­მელ­მაც "ტვ პირ­ველ­თან" სა­უბ­რი­სას, გა­ნა­ცხა­და:

"მჯე­რა ჩემი მე­უღ­ლის და იმი­ტომ ვარ აქ. ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია გოგი წუ­ლა­ია მო­ძა­ლა­დე, ბო­რო­ტი. ის არის კე­თი­ლი და ში­ნა­გა­ნად პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი. ის, რაც მოხ­და, ეს არის ჩვე­ნი გა­სარ­ჩე­ვი, ნა­წი­ლობ­რივ შვი­ლე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ არა­მო­სა­წონ საქ­მე­ში, მაგ­რამ მე აქ ვდგა­ვარ, რო­გორც რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, არა დედა და არა მე­უ­ღე­ლე. მეც არ მომ­წონს ხოლ­მე მისი ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბი, მაგ­რამ ამ ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლის­თვის და­სა­ჯო და მთე­ლი სა­ხელ­მწი­ფო მან­ქა­ნა და­უ­პი­რის­პირ­დეს ადა­მი­ანს, არ მი­მაჩ­ნია სწო­რად".

ცნო­ბის­თვის, ქა­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის გოგი წუ­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გუ­შინ წა­უ­ყე­ნეს, მას ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსგავს ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გოგი წუ­ლა­ია მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.


ვიდეო: "ტვ პირველი"