რას ამბობს ახალციხის კლინიკის დირექტორი 27 წლის ექთნის ვაქცინაციის პროცესზე? - კლინიკაში რეგულირების სააგენტო შევიდა
ახალციხის კლინიკა "იმედში", სადაც 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შევიდა. მათ აინტერესებთ, რა ღონისძიებები გაატარა ადმინისტრაციამ მას შემდეგ, რაც ექთანი კომაში ჩავარდა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველებიც.
კლინიკის დირექტორმა განაცხადა, რომ მათ აქვთ სპეციალური შოკკაბინები და პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა დახმარება აღმოუჩინეს მედდას, რის შემდეგაც მისი გადაყვანა თბილისში გადაწყდა.
წყარო: "მთავარი არხი"