loader

"ნებისმიერ დროს შესაძლოა, ჩვენდა სამწუხაროდ, გულის გაჩერებით დასრულდეს" - ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნებისმიერ დროს შესაძლოა, ჩვენდა სამწუხაროდ, გულის გაჩერებით დასრულდეს" - ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება, თუმცა კლინიკურ მაჩვენებლებში დადებითი შედეგი არ არის.

„ამ წუთებში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა ანამნეზის მიხედვით გამოწვეულია, სავარაუდოდ, ანაფლიქსაციური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა, მაგრამ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში არ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ გულის გაჩერებით დასრულეს“, - განაცხადა რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი გუშინ განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.