loader

კამერამ "მტვრის ეშმაკის" გადაადგილება დააფიქსირა - კადრები მარსიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კამერამ "მტვრის ეშმაკის" გადაადგილება დააფიქსირა - კადრები მარსიდან

მარსმავალმა პერსევერანსმა "მტვრის ეშმაკის" გადაღება მოახერხა. ინფორმაციასა და შესაბამის კადრებს space.com-ი ავრცელებს.

"შევნიშნე მტვრის ეშმაკი. თქვენ მას დაინახავთ სურათზე. ის მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობს, თავის კვალზე კი ქვიშას ტოვებს." - ნათქვამია შეტყობინებაში.

"მტვრის ეშმაკები"  - ელვისებური ტორნადოებია, რომელთა სიმაღლეც კილომეტრს აღწევს.  პირველად ისინი აპარატმა Viking-მა მარსზე, 70-იან წლებში აღმოაჩინა. მოგვიანებით, 1997 წელს, მარსმავალმა Pathfinder-მა "მტვრის ეშმაკი" მაშინ გადაიღო, როცა თავად აღმოჩნდა მასში. 

დედამიწაზეც ვხვდებით მსგავს მოვლენას, თუმცა, მარსთან შედარებით, საკმაოდ იშვიათად. წითელ პლანეტაზე "მტვრის ეშმაკები" ტექნიკას აზიანებს.