"სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ, დედა გადაგვირჩესო" - ლევან რატიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს
18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა "იმედში", ექთანს აცრის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა და კომაში ჩავარდა. 27 წლის ქალი სამკურნალოდ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, რომლის დირექტორი, რეანიმატოლოგი ლევან რატიანი სოციალურ ქსელში წერს:
"ღმერთო ეს შეგვაძლებინე. დედის დილა მშვილობისა, დედის ალერსი და დედის სითბო ეს ყველაფერია ცხოვრებაში... დედა ის არსება, რომლის უმისიდ მე პირადად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია ამ ასაკშიც... დედაა პირველ რიგში ჩვენი პაციენტი. დედა, რომელსაც ორი შვილი ელოდება, სადღაც სახლში. სადღაც კუთხეში დგანან და ლოცულობენ დედა გადაგვირჩესო. რომ გავიგე ერთი მესამე კლასშია, მეორე პირველში გული გამიჩერდა... დედა უნდა გადარჩეს!!!! მშვიდობა დაგვბრუნებოდეს და ეს დედა კი მალე გამეშვას მის შვილებთან გამოჯანმრთელებული.... ღმერთო ეს შეგვაძლებინე.... ეს ომი უპირობოდ უნდა მოვიგოთ!" - წერს რატიანი.