გერმანია, საფრანგეთი და იტალია "ასტრაზენეკას" ვაქცინის გამოყენებას დღეიდან განაახლებენ
გერმანია, საფრანგეთი, იტალია და სხვა ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ „ასტრაზენეკას“ გამოყენებას განაახლებენ. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს შპანის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ გამოყენებით მოსახლეობის აცრა პარასკევიდან განახლდება.