loader

“იმედი მაქვს, პარტიები დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და ექნებათ სურვილი, რომ წავიდნენ კომპრომისებზე“ - „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა „რამდენიმე საკითხზე“ შეთანხმების გარეშე დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“იმედი მაქვს, პარტიები დაფიქრდებიან ამ სიტუაციაზე და ექნებათ სურვილი, რომ წავიდნენ კომპრომისებზე“ - „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის 9-საათიანი შეხვედრა „რამდენიმე საკითხზე“ შეთანხმების გარეშე დასრულდა

მედიატორ კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მხოლოდ რამდენიმე საკითხზე შეთანხმებით დასრულდა. როგორც დანიელსონმა დაახლოებით 10-საათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ განაცხადა, რამდენიმე საკითხზე ნაკლები პროგრესი იყო. „პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებული 6 პუნქტიდან მნიშვნელოვანი პროგრესი ზოგიერთ მათგანთან დაკავშირებით იყო მიღწეული სხვადასხვა ასპექტში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები პროგრესი იყო. ახლა მე დავბრუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, - განაცხადა დანიელსონმა.