loader

ახალციხეში ექთანი, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა - დაპირისპირება კლინიკაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალციხეში ექთანი, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა - დაპირისპირება კლინიკაში

ახალციხის კლინიკა „იმედში“ ხმაურია. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც კლინიკის ერთ-ერთი ექთანი კომაში ჩავარდა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ექთნის ოჯახის წევრებმა კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრიეს, დაზიანებულია ინვენტარიც.

ექთნის კომაში ჩავარდნის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. „ინტერპრესნიუსი“ მომხდარის მიზეზებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებას ელოდება. როგორც უწყებაში აცხადებენ, განცხადებას უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.



ვიდეო: "სამხრეთის კარიბჭე"