loader

დაიბადა ბავშვი, რომელსაც კორონავირუსის ანტისხეულები აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაიბადა ბავშვი, რომელსაც კორონავირუსის ანტისხეულები აქვს

სამხრეთ ფლორიდაში მცხოვრებმა ქალმა, რომელმაც მშობიარობამდე კორონავირუსის აცრის მხოლოდ ერთი დოზა მიიღო, მსოფლიოში პირველი ბავშვი გააჩინა კორონავირუსის თანდაყოლილი ანტისხეულებით.

ჩვილის დედამ Moderna-ს ვაქცინის პირველი დოზა ორსულობის 36-ე კვირას მიიღო. ექიმების ცნობით, სამი კვირის შემდეგ ქალმა ენერგიული და ჯანმრთელი გოგონა გააჩინა. მკვლევარებმა ბავშვის ჭიპლარის სისხლის გამოკვლევის შედეგად კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩინეს. ამრიგად, არსებობს ვარაუდი, რომ ახალი ინფექციისგან ახალი თაობის დაცვა დედის ვაქცინაციით შესაძლებელია.

ავტორი: ნინი გაბისონია