loader

პოლონეთში საყოველთაო კარანტინი წესდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლონეთში საყოველთაო კარანტინი წესდება

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო საყოველთაო „ლოქდაუნი“ წესდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიდზელსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შეზღუდვების ფარგლებში, შაბათიდან სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები და სასტუმროები დაიკეტება, სკოლები კი სწავლების ონლაინრეჟიმზე გადავლენ. პოლონეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 25 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 453 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუკი ვირუსის გავრცელების არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაძლოა, მომავალი კვირიდან 30 000-მდე გაიზარდოს.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დროიდან პოლონეთში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა, 27 000-მდე შემთხვევა, გასული წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა.