გოგი წულაიას ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
ქალის მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში წულაიას ადვოკატი, ვალერი გელბახიანი აცხადებს, მუხლი, რომლითაც ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს, საპატიმრო ღონისძიებას არ ითვალისწინებს. გელბახიანის თქმით, თუკი, გოგი წულაიას სხვა მუხლით არ წარუდგინეს ბრალდება, სასამართლო მის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიებას გამოიყენებს.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.