"ლეიბორისტული პარტია" ტოვებს მოლაპარაკებებს" - რატომ დატოვა შალვა ნათელაშვილმა მოლაპარაკებები?
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დატოვა. ნათელაშვილის თქმით, ის არ დაესწრება მოლაპარაკებებს, სანამ დღის წესრიგის პრიორიტეტული საკითხები პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.