შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.
„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ.
გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.