loader

რა ხდება ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - ადგილზე სამართალდამცველებს ელოდებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან - ადგილზე სამართალდამცველებს ელოდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიაში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

„გასროლას ჰყავს თვითმხილველი - თანამშრომელი, რომელიც იმ მომენტში გარეთ იმყოფებოდა. სროლა თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან განხორციელდა. ნიკა მელიას ბილბორდს 5 ნატყვიარი ეტყობა“, - განაცხადეს პარტიაში.