loader

რას პასუხობს ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს გუშინდელი განცხადების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს ალეკო ელისაშვილი თეა წულუკიანს გუშინდელი განცხადების შემდეგ?

"თეა წულუკიანი რომ არ ყოფილიყო ქალი, სხვაგვარად გავცემდი პასუხს, აშკარად დაუკრეფავში გადავიდა და ზღვარს გაცდა" - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “360 გრადუსში“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარტია "მოქალაქეების" ლიდერ ალეკო ელისაშვილს სიტყვით მიმართა.

"რა გაცინებთ? თქვენს ადგილას რომ ვიყო, ვიტირებდი დილიდან საღამომდე. რა თავს აქიცინებთ, თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ვითომ ბათუმის ბულვარსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე, როდესაც წევრი ხართ ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა, რომ ქართულ კულტურას ჰქონოდა მისი სამინისტრო", - განაცხადა წულუკიანმა.