მიტანის სერვისის კურიერი პოლიციას ორჯერ გაექცა
Youtube-არხი BerCime-ი აქვეყნებს კადრებს, სადაც ოდესის პატრული უშედეგოდ ცდილობს სკუტერით მოძრავი კურიერის დაკავებას. ვიდეოს მაყურებლების აზრი ორად გაიყო. ნაწილი აღფრთოვანდა კურიერით, ნაწილი მას დამნაშავეს უწოდებდა.
უკრაინის შს მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ თავდაპირველად კურიერმა შუქნიშანზე წითელი გადაკვეთა და ამ მიზეზით აედევნა პატრული. ასევე, მან აღნიშნა, რომ კურიერს: "არც მაჩოდ და არც ყოჩაღად არ მივიჩნევ, ის ჩვეულებრივი კანონდამრღვევი იყო".
ასევე, გერაშენკოს განცხადებით, პატრულმა დევნა შეწყვიტა იმის გამო, რომ არსებული უბნისა და მოძრაობიდან გამომდინარე, ავარიის რისკი ჩნდებოდა.