რა აღმოაჩინეს უძველეს კომპიუტერში?
ალბათ, ყველას ტრადიციულად ჰგონია, რომ პირველი კომპიუტერი 1822 წელს გამოიგონეს და 1991 წელს ააწყვეს. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისთვის წვლილი მართლაც მე-19 საუკუნესა და მათემატიკოს ჩარლზ ბეიბიჯს მიუძღვის.
ეტიმოლოგიურად, სიტყვა კომპიუტერი მოწყობილობის გამოგონებამდე რამდენიმე საუკუნით ადრეც არსებობდა. კომპიუტერი არა მოწყობილობას, არამედ იმ ადამიანებს და მათ პროფესიას ერქვათ, რომლებიც რთულ მათემატიკურ გამოთვლებს ასრულებდნენ.
ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, მსოფლიოს უძველეს კომპიუტერად ე.წ. ანტიკითერას მექანიზმი ითვლება და ქრისტესშობამდე 200-დან 70 წლამდე თარიღდება. ის 1901 წელს საბერძნეთში ძველი რომაული გემის ნანგრევებში აღმოაჩინეს. მას შემდეგ მეცნიერები მისი მექანიზმის გამოკვლევასა და აღდგენას ცდილობენ. მიიჩნევა, რომ ძველბერძნული მოწყობილობა მზის დაბნელებისა და ასტრონომიული მოვლენების პროგნოზირებისთვის გამოიყენებოდა.
ავტორი: ნინი გაბისონია