თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს; ამბის გაგების შემდეგ გოგოს ძმამ რამდენჯერმე სცემა - შსს დაკავების კადრებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი გოგოს ძმამ რამდენჯერმე სცემა.
უწყების ცნობით, დააკავეს 1995 წელს დაბადებული ძმა და გაუპატიურებაში ბრალდებული - 1996 წელს დაბადებული კაცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს - 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.