loader

ჯანმო "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყნებს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯანმო "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყნებს მიმართავს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია", - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის არსებობის მტკიცებულება არ არსებობს.

"დღეის მდგომარეობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ინციდენტები გამოწვეულია ვაქცინით და მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანიები გაგრძელდეს, რათა ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ და შევაჩეროთ ვირუსისგან გამოწვეული მძიმე დაავადება", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა.

მისივე თქმით, ორგანიზაცია მოკვლევას განაგრძობს და როგორც კი სრულყოფილად გაეცნობა ფაქტებს, ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს.