loader

“დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, სავსებით ჯანმრთელია!“ – ნუგზარ სულაშვილი მალე ექიმის ვინაობასაც დაასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, სავსებით ჯანმრთელია!“ – ნუგზარ სულაშვილი მალე ექიმის ვინაობასაც დაასახელებს

საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ძალიან მნიშველოვა ინფორმაციას ავრცელებს.

“არა, შეიძლება შეცდე და გამოთქვა ეჭვი, რომ პაციენტს აქვს სიმსივნე, მაგრამ 21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ტექნოლოგიური შესაძლებლობები გამოსაკვლევად და მაინც უდგენ მე-3 სტადიის დიაგნოზს, სასწრაფოდ უნიშნავ ქიმიო თერაპიის კურსს და პაციენტს ახდევინებ რამდენიმე ათას ლარს, სად ჯანდაბაში არის შენი ჰიპოკრატეს ფიცი?
დღეს საფრანგეთმა საბოლოოდ დაადასტურა რომ ადამიანს, რომელსაც მე-3 სტადიის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს საქართველოში და ქიმიოთერაპიის კურსი დაუნიშნეს, სავსებით ჯანმრთელია. (წარმოგიდგენიათ რა დაემართებოდეს ჯანმრთელ ორგანიზმს ამ კურსის ჩატარების შემდეგ?)
მე ვთხოვე პაციენტს, ნება მოეცა ჩემთვის ამ თემაზე მომემზადებინა პუბლიკაცია და ის თანახმაა გავასაჯაროვო, როგორც მისი, ასევე სამედიცინო დაწესებულების და ექიმის ვინაობა. ასე რომ ახლო მომავალში დეტალურად მოგიყვებით, თუ რამდენი მსგავსი შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული და როგორ კლავენ ცოცხლად, უმძიმესი არასწორი დიაგნოზით, ჯანმრთელ ადამიანებს საქართველოში.“ - წერს ნუგზარ (სულა) სულაშვილი.