loader

“გეშინოდეთ ამ ქვეყანაში სიბერის! ღამით პირდაპირ ბორდიურზე წევს ამ ყინვაში გესმით?“ - უმძიმესი ისტორია მოხუცზე, რომელსაც დახმარება ესაჭიროება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“გეშინოდეთ ამ ქვეყანაში სიბერის! ღამით პირდაპირ ბორდიურზე წევს ამ ყინვაში გესმით?“ - უმძიმესი ისტორია მოხუცზე, რომელსაც დახმარება ესაჭიროება

აკა სინჯიკაშვილი ფეისბუქზე საზარელ ამბავს ავრცელებს. 
“წაიკითხეთ! ამას თუ ქვეყანა ქვია მართლა და აქ თუ საერთოდ ადამიანების უფლებებზე ლაპარაკი შეიძლება!
ფოტოზე რომ ხედავთ, ამ ქალს სამი წელია ვეხმარებით. ჯერ ნაცნობთან შევასახლეთ რამდენიმე თვით, სადაც ნუ ვეღარ შეძლეს გაჩერება და გამოუშვეს. მერე გაგვიმართლა და ერთი ოთახი ვიპოვეთ და ვუქირავეთ პლეხანოვზე. აქაც ატყდა ამბავი, მეზობლებმა უჩივლეს სუნი დგას ეზოში, ოთახში ანტისანიტარიაა და გაიყვანეთ აქედანო. ადგნენ და პირდაპირ ქუჩაში გამოუშვეს. ღამით პირდაპირ ბორდიურზე წევს ამ ყინვაში გესმით? ავადმყოფი და გაუბედურებული. მივმართეთ პოლიციას, სადაც შეძლეს, ყველგან დარეკეს და ყველამ უარი თქვა დახმარებაზე.
ქალაქის ერთადერთ მუნიციპალურ თავშესაფარში გვითხრეს, რომ ვერ შეუშვებენ, რადგან ავადმყოფია, გადაადგილება უჭირს და თავის მოვლა არ შეუძლია, თავშესაფარში კი მომვლელები საერთოდ არ ჰყავთ.
გესმით?!! მთელ ამხელა ქვეყანაში, არ არსებობს დაწესებულება, სადაც უსახლკარო, უპატრონო და მომაკვდავ ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ !!
ესეთი ადამიანები 70-ზე მეტი გვყავს ქალაქში და 500-ზე მეტი ქვეყანაში. რომლებიც არიან ღრმა მოხუცები, ავადმყოფები, უსახლკაროები და უსაბუთოები.ეგ ჩვენ ვისაც ვახერხებთ, რომ მივეხმაროთ, თორემ კიდევ რამდენია ვინ იცის. სხვადასხვა მისამართზე გვყავს ყველა შესახლებული და დღე არ გავა, რომელიმე სახლიდან არ დარეკონ და წივილ-კივილით არ მოგვთხოვონ, რომ სხვაგან გადავიყვანოთ. სცადეთ და ბინის მეპატრონე დაარწმუნეთ აბა, რომ მათივე სიტყვებით - "მაწანწალა" და "მათხოვარი" თავის სახლში შეუშვას. ორ კაცს ვერ იპოვით ეგეთს ქალაქში.
ეს ქალიც, როგორც კიდევ რამდენიმე, ასე მყავს ეხლა თვალწინ ქუჩაში. სახლშიც ვეღარ მიმყავს, დედაჩემიც დავანევროზე მართლა, რამდენი წავიყვანო, ყველა რომ დაეტიოს? კითხვა მაქვს მთელი ქვეყნის მთავრობასთან - რა ვქნათ? ეს რომ ესე დავტოვო, ამაღამ შეიძლება გაიყინოს ქუჩაში და ვინ არის პასუხისმგებელი? არ არსებობს სამსახური, რომელიც მომაკვდავ მოხუცებს მიხედავს ქუჩაში. დახმარება გვინდა, რომ ცოცხალი გადარჩეს, რა ვქნათ?
ამ ხალხს ქუჩაში სძინავს ათეული წელია, ესე გააგრძელონ სიკვდილამდე? პირდაპირ ბორდიურზე წვანან წლებია, ერთმა კანონის და უფლებების დამცველმა არ ჩაუარა გვერდით ამდენი წელი? თუ რადგან მოხუცი, ავადმყოფი და უსახლკაროა, ქალი არ არის, ან უფლებები არ აქვს?
გეკითხებით! მოკვდეს ესე ყინვაში?
დანარჩენებს რა ვუყოთ? დაველოდოთ ყველა როდის მოკვდება?
მე რამდენს გავწვდები, გაციების მეშინია, ერთი კვირა რომ საწოლში დავწვე, გარეთ შეიძლება ვიღაც მოკვდეს ამის გამო. ან სადამდე მექნება ყველას ქირის ფული, საერთოდ რომელიმე თუ გააჩერეს კიდევ ქირით?
შარშან ვერ მივასწარით და ესე მშიერი და ავადმყოფი მოკვდა ქალი. არ გახსოვთ?
ყოველ ზამთარს ვიღაც უნდა გაიყინოს ქუჩაში? განვითარებაზე როგორ აქვს ქვეყანას პრეტენზია, როცა არ აქვს უფასო თავშესაფარი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებისთვის, არ აქვს უფასო ფსიქიატრიული საავადმყოფო, სადაც უფასოდ მიიყვან და უმკურნალებ ადამიანს. გაუკეთებენ ორ წამალს და უშვებენ ისევ სახლში. იცით რამდენ ქრონიკულ, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს ვეხმარებით? რას ვეხმარებით, საჭმელს თუ ვაჭმევთ ზოგჯერ. ისინი ჩვენს გარშემო ცხოვრობენ და იტანჯებიან.
გეშინოდეთ ამ ქვეყანაში სიბერის!
გეშინოდეთ რომ სხვისი შვილები ზუსტად ასე შეგჭამენ ტოტია მგელივით, როგორც ჩვენ ვჭამთ ამათ.
გეშინოდეთ, რომ თუ ახლობლები მიგატოვებენ, სახელმწიფოს სულ ფეხებზე ეკიდებით. ისევე გულგრილად ჩაგივლით გვერდით ათასობით ადამიანი, როგორც ამ ქალს.
საქართველოს მთავრობა
ამწამს ქუჩაში ვდგავართ, და გეკითხებით - რა ვქნათ? დავტოვოთ ასე, წავიდეთ და დავიძინოთ თქვენსავით?
არ დავტოვებთ! მაგრამ გეკითხებით - სად წავიყვანოთ? მარტო ამ ქალზე არა, ყველაზე ერთად გეკითხებით!“ - წერს აკა სინჯიკაშვილი.