"შეიძლება ისევ გამკაცრდეს რეგულაციები" - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას აფრთხილებს
"შეიძლება შემობრუნდეს ეს ინფექცია, ისევ გამკაცრდეს რეგულაციები, ისევ გაგვიჭირდეს ეკონომიკურად და ისევ გაგვიჭირდეს ცხოვრება. ასე რომ არ მოხდეს, პირბადეები არ უნდა დაგვავიწყდეს, არ აქვს მნიშვნელობა, აიცრები თუ არა. ნუ განიხილავთ ვაქცინას პირბადის ალტერნატივად რამდენიმე თვე. ვაქცინას იკეთებთ თუ არა, პირბადეები მაინც უნდა გაიკეთოთ", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
წყარო: "რუსთავი 2"
წყარო: "რუსთავი 2"