დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და ეტაპები
დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყება და ოთხ ეტაპად განხორციელდება. როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, 2021-22 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.
რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2021 წლის დღეიდან, 15 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
მესამე ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მეოთხე ეტაპი, 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით, სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ პირველ, მეორე და მესამე ეტაპებზე ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.