ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ
ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ. ადგილზე შეკრებილებმა ბანერები, სახელწოდებით: „ჩვენ რა დაგიშავეთ?“, „რატომ დაგავიწყდით“, „მოგვეცით საშუალება ვიარსებოთ“ და ა.შ. მიიტანეს. ასევე, სამინისტროს ტერიტორიაზე გასართობი ჩაცმულობა და სუპერგმირების ფორმები გამოფინეს.