“დედაჩემი ზედმეტად ზრდილობიანი იყო ქვეყნის დამაქცევარების მიმართ თავის ინტერვიუში, ამას უფრო მის ინტელიგენტურობას მივაწერ“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიას შესახებ?
“მე ვფიქრობ, რომ დედაჩემი ზედმეტად ზრდილობიანი იყო ქვეყნის დამაქცევარების მიმართ თავის ინტერვიუში, მაგრამ ამას უფრო მის ინტელიგენტურობას მივაწერ, ამ ძალიან იშვიათ ინტერვიუში, იმიტომ, რომ დედაჩემი პრაქტიკულად არასდროს იძლევა ინტერვიუს.
მე მგონი, პირველად მისცა ასეთი ვრცელი ინტერვიუ, სადაც კარგად ჩანს, რომ მთავრობის ე.წ თავჯდომარე იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ ხშირად დადიოდა დედაჩემი მასთან, ერთხელ ჰყავს ნანახი დერეფანში და ხელი აქვს ჩამორთმეული. მეორე ის, რომ მე არანაირად არ ვახალისებდი, არავის არ ვაძლევდი საშუალებას, რომ ჩემი ნათესავების მეშვეობით, ჩემზე მოეხდინა რამე ზეგავლენა. ჩემი პრინციპია, რომ ადამიანები უნდა წახალისდნენ არა ნათესაური კლანური კავშირების გამო, არამედ მათი ცოდნის, კვალიფიკაციის, შრომისუნარიანობის და პატრიოტიზმის მიხედვით - ეს არის ჩემი მთავარი განსხვავება საქართველოს დღევანდელ რეჟიმთან და იმ პრინციპების განსხვავება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს.“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.