“შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მოიცავდა ყველა იმ თემას, რაზეც ვსაუბრობთ და რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია“ - ბადრი ჯაფარიძე
ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების თემას, აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა, კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ ღალატი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.