“სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შესაძლებლობებს, იმედი მაქვს, რომ შევძლებთ შეთანხმებას“ - არჩილ თალაკვაძე
„ქართული ოცნება“ მზად არის სამართლიან პირობებში შეთანხმებისთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას სრულად ვაჩვენებთ ამ დიალოგში,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.