"მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა" - რა მოხდა ყვარელში?
პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის - ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სამუშაოდ მასთან, ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში დროებით სარგებლობაში მქონე ფერმაში მიიწვია. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქის პასპორტი ჩამოართვა, მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში, მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა და მასზე ფიზიკურად ძალადობდა.
უწყების ცნობითვე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ერთ-ერთი ძალადობის შემდეგ გარდაიცვალა.