“არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და ოპოზიციასაც“ - სალომე სამადაშვილი
“არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება „ქართულ ოცნებასაც“ და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც, იმისთვის, რომ მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს წარმატებით, რაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოსა და ჩვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.