"საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაფერს მალავდნენ; მეცნიერებმა ვიცოდით, სოჭში წყლის ზედაპირს ცეცხლი წაეკიდა" - შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვების დაწყებას ექსპერტი აფასებს
"საქართველოში არის ზეთი, რომელიც იწვის" - ეს სიტყვები ეკუთვნის ვენეციელ ვაჭარ მარკო პოლოს, რომელიც საქართველოში მოპოვებულ ნავთობზე საუბრობდა.
დღეიდან 25 წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად, შავი ზღვის კონტინენტურ შლეიფში გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს მოიპოვებენ, შეიძენენ და დაამუშავებენ. საქართველო იმ ქვეყნების სიას შეუერთდა, რომლებიც ზღვებისა და ოკეანეების ფსკერზე ნავთობსა და გაზს ეძებენ და იკვლევენ.
არსებობს მოლოდინი, რომ ნავთობისა და გაზის ძიება-მოპოვება ინვესტორების მოზიდვისა და ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოზე დადებითად აისახება, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს დედაბუნება და ის საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა ზღვის შელფურ ნაწილებზე შეჭრამ ფლორასა და ფაუნაზე გამოიწვიოს.
ავტორი: ნინი გაბისონია