loader

ვინ არის გოგონა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის გოგონა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე მარი შარაშიძეს, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ბაჩალიაშვილთან მიმოწერის ამსახველი „სქრინები“ გადასცა, ბრალდება წარუდგინა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, შარაშიძეს ბრალდება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულმა მის სარგებლობაში არსებულ სოციალურ ქსელ facebook პროფილს, რომელიც რეგისტრირებული ჰქონდა „meleq elcin uslu“-ს სახელით, შეუცვალა მომხმარებლის დასახელება, დაარეგისტრირა, როგორც „tamar bachaliashvili” და პროფილის ფოტოდ განათავსა ინტერნეტსივრციდან მოპოვებული გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ფოტო, რის შემდეგაც მიმოწერა განახორციელა საკუთარ facebook-პროფილთან.