კვლევა - Novavax-ის ვაქცინა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტურია, "ბრიტანული" შტამით დაინფიცირებისგან კი 86%-ით გვიცავს
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Novavax-ის ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 96%-ით ეფექტურია, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ Novavax-ის კომპანიაში აცხადებენ.
მათივე განმარტებით, ვაქცინის ეფექტურობა კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული ვარიანტის წინააღმდეგ 86%-ს შეადგენს. კომპანიაში განმარტავენ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც Novavax-ის ვაქცინით აცრეს, დაავადების მძიმე შემთხვევები ან გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებულ კვლევაში 15 000-ზე მეტი 18-დან 84 წლამდე ასაკის ადამიანი მონაწილეობდა.