"შეუძლიათ გირაო გადაიხადონ და ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ბატონ მელიას, მის ოჯახს ან მის თანაპარტიელებს შეუძლიათ გირაო გადაიხადონ ნებისმიერ დროს და ნიკა მელია გამოვიდეს ციხიდან ნებისმიერ დროს, თუნდაც დღეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.