loader

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 26 700 ტესტი ჩატარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 332 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 26 700 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის, 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.