loader

როგორი იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი იქნება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები?

პარლამენტის დეპუტატებმა, მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტია „მოქალაქეებს“ შორის შეთანხმების საფუძველზე, თვითმმართველობის არჩევნების ახალი სისტემის პირველი ვარიანტი მოამზადეს.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული რაიონის თითოეულ საკრებულოში დეპუტატთა რაოდენობა, პარტიული სიებითა და ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა თანაფარდობა, ცესკო კი ვალდებული იქნება, ელექტრონული წესით განახორციელოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, კენჭისყრა, ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება. ამასთანავე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა.


ავტორი: ნინი გოგიშვილი