მამაკაცს, რომლის 11 თვის ჩვილი გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაიღუპა, პატიმრობა შეეფარდა - რას ამბობს დაკავებულის მეუღლე
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე დაკავებულ 36 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ზურაბ შავლიაშვილს სახელმწიფო ბრალდება ოჯახში ძალადობას და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.
პროცესს ესწრებოდა თავად ბრალდებულიც, თუმცა მას სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია. დაცვის მხარე აღკვეთის გარეშე დატოვებას ითხოვდა. მოსამართლემ ამ შემთხვევაში პროკურორის არგუმენტები სარწმუნოდ მიიჩნია და ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა მიუსაჯა.
ავტორი: ნათია წითელაური