loader

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაიჩეხნენ, ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა - საზარელი შემთხვევა, რომელიც ინდონეზიაში მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაიჩეხნენ, ათეულობით ადამიანი გარდაიცვალა - საზარელი შემთხვევა, რომელიც ინდონეზიაში მოხდა

ინდონეზიაში ავტობუსი, რომელიც სუბანგიდან, დასავლეთ იავადან ტასიკმალაიაში მიემართებოდა, 20-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. ამ მომენტისათვის მინიმუმ 26 ადამიანის გარდაცვალებაზეა ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ ავტობუსში 62 ადამიანი იმყოფებოდა - სტუდენტები, მშობლები და მძღოლი. საავადმყოფოში 35 მგზავრია გადაყვანილი. მათ შორის 13 მძიმედ არის დაშავებული, ერთ-ერთს კი ეძებენ.

დაზარალებულების თქმით, სატრანსპორტო საშუალებას, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემის პრობლემა ჰქონდა. სამძებრო სამუშაოების კადრები ადგილობრივმა ტელევიზიებმა გამოაქვეყნეს.