რუსეთი და ჩინეთი ერთობლივ მთვარის სადგურს გააკეთებენ
ჩინეთის კოსმოსური ადმინისტრაციის განცხადებით, ჩინეთი და რუსეთი ერთობლივი მთვარის კოსმოსური სადგურის აშენებაზე შეთანხმდნენ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვეყნისთვის. ორი ქვეყნის შესაბამისი კოსმოსური სააგენტოების ლიდერებმა მათი მთავრობების სახელით ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ჩინეთი და რუსეთი, ერთობლივი ძალებისა და გამოცდილების საფუძველზე, საერთაშორისო მთვარის სამეცნიერო-საკვლევი სადგურის მშენებლობისთვის საგზაო რუკას შექმნიან.
ავტორი: ნინი გაბისონია