როგორ ცდილობს რუსეთი საკუთარი ვაქცინების წამოწევას და დანარჩენების ნდობის შესუსტებას?
რუსეთი საკუთარი ვაქცინის წინ წამოწევასა და ამერიკულისთვის ნდობის შესუსტებას დეზინფორმაციული კამპანიის მეშვეობით ცდილობს. მედიასთან აღნიშნული ოფიციალურად დაადასტურა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა. მისი განცხადებით, რუსული დაზვერვის სამი ონლაინპლატფორმა კორონავირუსის ვაქცინაზე იმიჯის შემლახველ ინფორმაციებს ავრცელებს.
ავტორი: ნინი გოგიშვილი