loader

ნინო გიორგობიანის პირველი კომენტარი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო გიორგობიანის პირველი კომენტარი ახალ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ

მეგობრებო, უკვე დავინიშნე მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად - დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ ნდობისათვის - ამის შესახებ ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო წლების განმავლობაში მემუშავა შინაგან საქმეთა სამინისტროში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ყოველთვის დავრჩები ამ უწყებების გულშემატკივარი.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ვახტანგ გომელაურს, იმ შესაძლებლობისთვის, რომ მასთან ერთად წლების განმავლობაში მემუშავა.
ვახტანგ გომელაური არის ღირსეული ადამიანი, საუკეთესო ხელმძღვანელი და საუკეთესო მეგობარი - კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას.
აქვე ვიტყვი, რომ ისევე, როგორც აქამდე, ახლაც 24 საათის განმავლობაში მზად ვარ მედიასთან კომუნიკაციისთვის." - წერს გიორგობიანი.