"ქალი ამწიეთ და დამალურჯეთ ფორთხიალ-ფორთხიალით" - რა ხდება ამ წუთებში ბათუმში?
ბათუმში ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში ხმაურია. დღეს დილით ე.წ. იაფი სახლის კორპუსებში ორმოცამდე ოჯახი შეიჭრა. ისინი ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველები არიან და ქირის ფულს ვერ იხდიან.
სამართალდამცველებმა შენობაში შეჭრილი მოქალაქეები ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. მოქალაქეები ე.წ იაფი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან და აცხადებენ, რომ წასასვლელი არსად აქვთ. ადგილზე იმყოფებიან ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული კორპუსი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული და მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებიც ფართის გადაცემას ითხოვენ, ბათუმის მკვიდრია.
ვიდეოკადრებს "TV 25" ავრცელებს.