ავიაკატასტროფას გადარჩენილი პილოტი ერთი თვე ჯუნგლებში ცხოვრობდა
ბრაზილიაში 36 წლის პილოტი ანტონიო სენა თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ ამაზონის ჯუნგლებში 1 თვე დაეხეტებოდა. ამის შესახებ DailyMail-ი წერს.
პილოტს მოუწია, ავარიული დაშვება განეხორციელებინა, რადგან თვითმფრინავი დაზიანდა, ხოლო დაჯდომისთანავე დაიწვა.
შედეგად, სენას 36 დღე მოუწია ჯუნგლებში გადარჩენა. კატასტროფიდან 6 კვირის შემდეგ სამძებრო სამუშაოები შეწყდა. საგანგებო სამსახურმა თვითმფრინავის ნაწილებიც კი ვერ იპოვა. ანტონიომ თვითმფრინავიდან მოასწრო მცირე საკვების გამოტანა. ასევე იკვებებოდა ფრინველების კვერცხებითა და იმ ხილით, რასაც ტყეში პოულობდა.
ავიაკატასტროფიდან 5 კვირის შემდეგ პილოტმა შემთხვევით აღმოაჩინა წაბლის მკრეფავთა ჯგუფი, რომლებიც მას დაეხმარნენ.
"ერთადერთი რამ, რაც მეხმარებოდა გადარჩენაში, ოჯახის სიყვარული იყო", - განაცხადა სენამ.