loader

ყალბი 100-ლარიანების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყალბი 100-ლარიანების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ სავაჭრო ობიექტებსა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით გაასაღეს ჯამში 11 300 ლარის ოდენობის 113 ცალი ყალბი 100-ლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10-დან 15 წლამდე ვადით.