loader

გაფრთხილება მშობლებს: "40 აბი ჰქონდა დალეული; ერთი გადაარჩინეს, მეორე გარდაიცვალა" - "ტიკ-ტოკზე" სუიციდური გამოწვევები ფატალურად სრულდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაფრთხილება მშობლებს: "40 აბი ჰქონდა დალეული; ერთი გადაარჩინეს, მეორე გარდაიცვალა" - "ტიკ-ტოკზე" სუიციდური გამოწვევები ფატალურად სრულდება

რუსეთის ხელისუფლება მშობლებს მოუწოდებს, გააკონტროლონ ბავშვების "ტიკ-ტოკის" ქსელი. მათი ვარაუდით, არსებობს ასეთი თამაში - ისინი საშიშ გამოწვევებს იღებენ, რომელთა საბოლოო ეტაპი კი სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულებაა.

როგორც ჩანს, მოსკოვში ამ თემას სერიოზულად უდგებიან. განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ინიციატივით, ყველა მშობელს გამაფრთხილებელი შინაარსის შეტყობინებები დაეგზავნა. მოთხოვნა ერთია - შეამოწმონ ბავშვების სოცქსელები და მეტი ყურადღება დაუთმონ მათ.

რამდენადაც "ტიკ-ტოკის" ალგორითმი ტრენდულ ვიდეოებს სხვადასხვა ქვეყანაში აჩვენებს, არაა გამორიცხული, რომ მსგავსი პოპულარული "ჩელენჯები" საქართველოს მომხმარებლებმაც იხილონ. გამომდინარე აქედან, არასრულწლოვანი მომხმარებლების მშობლებს დიდი ყურადღება მართებთ მსგავს საკითხებთან.

ავტორი: ნინი გოგიშვილი