რა ხდება ამ წუთებში სასამართლოში, სადაც გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.
მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.