loader

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 3 პირის საქმეზე განაჩენი ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული 3 პირის საქმეზე განაჩენი ცნობილია

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუამ გამოაცხადა.

მცხეთის რაიონული სასამართლო გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეს 8 თვის განმავლობაში განიხილავდა. აღნიშნულ საქმეზე დაკითხულია 100-მდე მოწმე და გამოკვლეულია როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ასევე ნივთიერი, წერილობითი მტკიცებულებები.

დაკავებული 5 პირიდან ბრალს არცერთი აღიარებს.