დღეიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან დაიწყება კვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, საქართველოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს გადატანილი კორონავირუსი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მოქალაქეებს კორონავირუსის ანტისხეულებზე გამოიკვლევენ, კვლევის შედეგები კი 20 დღეში გახდება ცნობილი.
ცერცვაძის თქმით, გაარკვევენ, ოფიციალურად რეგისტრირებული 272 ათასი კოვიდგადატანილის გარდა, კიდევ რამდენს აქვს კორონავირუსი გადატანილი და ამის მიხედვით დაიგეგმება და შესრულდება ვაქცინაციის გეგმა.