“მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ მეტი ინფორმაცია“ - კახა კალაძე მედიაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, მას ფარული ჩანაწერების გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას არასწორად მიაჩნია.