loader

“თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდის! ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!“ - მაკა რაზმაძე საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდის! ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!“ - მაკა რაზმაძე საზოგადოებას მიმართავს

“მეგობრებო, განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს მივმართავ: ზურა ყიფშიძეს და მის ოჯახს ჩვენი დახმარება სჭირდება!
არ დავწერდი 8 მარტს ამ პოსტს, მაგრამ ძალიან მცირეა დრო და ვადები მისი პრობლემის გადასაჭრელად.
სულ რამდენიმე დღეში მის ოჯახს კერძო მევახშე სახლიდან გააძევებს!
გთხოვთ, ამოვუდგეთ მხარში თუნდაც ამ ამბის სწორად გაშუქებით, რადგან ოჯახის წევრები დარწმუნებით ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. თვითონ ზურა თავს შეუძლოდ გრძნობს და ოთახიდან აღარ გამოდისო, ამბობს მეუღლე.
იქნებ შევძლოთ დახმარება! ჟურნალისტებს მრავალი მსგავსი თაღლითობა გამოგვიაშკარავებია და გადაგვირჩენია წესიერი ადამიანები! მე სამწუხაროდ ამ ეტაპზე აღარც გადაცემა მაქვს და ვერც სიუჟეტს მივუძღვნი. ამიტომ მხოლოდ ის შემიძლია, რომ კოლეგებს ვთხოვო დახმარება ამ პოსტით! იმედია შევძლებთ სიმართლის დადგენას და ყიფშიძეების ოჯახის გადარჩენას“ - წერს ჟურნალისტი მაკა რაზმაძე.